ჯიმ რიში: იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველომ გადაწყვიტა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა გააძლიეროს
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
რიშის თქმით, იმედგაცრუებულია იმ გზით, რაც საქართველომ აირჩია.
„იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ საქართველომ გადაწყვიტა გააძლიეროს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვუთხარი გასულ კვირას, სასამართლოს დამოუკიდებლობის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა დაუშვებელია“, – წერს რიში.
შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გუშინ, გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.
გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეშია გადაყვანილი.