ხულოში გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

ხულოში უხვი ნალექის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან ინტენსიურად მიმდინარეობს.

როგორც “კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სამუშაო პროცესს უშუალო მონიტორინგს მერის მოადგილეები უწევდნენ. დღის განმავლობაში 30-მდე სოფელთან მისასვლელი გზა გაიწმინდა. ასევე, ნაწილობრივ გაიწმინდა შიდასაუბნო გზებიც.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხვალ, დღის ბოლომდე ყველა სოფელთან მისასვლელი გზა გაიწმინდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები