აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია

აზერბაიჯანის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოქმები 125 საარჩევნო ოლქის, ყველა საარჩევნო უბნიდან არის შესული.

ამის შესახებ უწყების საიტზეა ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ არჩევნების ფარგლებში 1314 კანდიდატი იყო დარეგისტრირებული, მათგან 246 კანდიდატი 19 პოლიტიკური პარტიის მიერ იყო წარდგენილი, 1057 დამოუკიდებელად წარდგენილი, 11 საინიციატივო ჯგუფის მიერ.

კანდიდატებს შორის 21% ქალები შეადგენდნენ, 79% მამაკაცები.

მთელი დღის განმავლობაში, 125 საარჩევნო ოლქში, 5426 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.

კენჭისყრის პროცესს 883 საერთაშორისო და 77 790 ადგილობრივი დამკვირვებელი აკვირდებოდა.

ადგილობრივ დამკვირვებლებს შორის 35 152 პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი იყო.

საერთაშორისო დამკვირვებლები 58 ქვეყანას და 59 ორგანიზაციას წარმოადგენდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები