მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ცდილობს, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით თავისი ულტიმატუმი კომპრომისად გაასაღოს
ჩვენ დავთმეთ და იმ პოზიციიდან, რომელსაც 77/73-ზე ერქვა, გადავდგით ნაბიჯი და ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ 100/50-ზე, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს თავისი ულტიმატუმი კომპრომისად გაასაღოს.
“ჩვენ დავთმეთ და იმ პოზიციიდან, რომელსაც ერქვა 77/73-ზე გადავდგით ნაბიჯი და დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, 100/50-ზე. ახლა ჯერი არის ოპოზიციაზე. მათ ე.წ. გერმანული მოდელის გარდა, რომელიც ითვალისწინებს მაჟორიტარულ ნაწილში ავღანურ ელემენტებს, არანაირ სხვა წინადადება არ წარმოუდგენიათ. ისინი დგანან საწყის პოზიციაზე და ცდილობენ, თავიანთი ულტიმატუმი გაასაღონ კომპრომისად, თუმცა ურთიერთდათმობა ამას არ გულისხმობს,” – განაცხადა მდინარაძემ.