ფრანგი დამკვირვებელი: აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებისა და ნორმების დაცვით ჩატარდა

აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები უმაღლეს დონეზე, საერთაშორისო ნორმების შესაბამისად ჩატარდა, – ამის შესახებ ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო დამკვირვებელმა საფრანგეთიდან ვალენტინ ესკიუდემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის არჩევნებს სუმგაითის რამოდენიმე საარჩევნო უბანზე აკვირდებოდა.

„ყველა პირობა იყო შექმნილი იმისათვის, რომ არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში ჩატარებულიყო. არჩევნების ასეთი მაღალი ხარისხი აზერბაიჯანის კანონმდებლობის ეფექტურობაზე მეტყველებს“, – განაცხადა ესკიუდემ

შეგახსენებთ, რომ 9 თებერვლის საპარლამენტო არჩევნებში 1314 კანდიდატი მონაწილეობდა. ხმის მიცემას მთელი ქვეყნის მასშტაბით, 883 საერთაშორისო და 77 790 ადგილობრივი დამკვირვებელი ესწრებიდა. ადგილობრივი დამკვირვებლებიდან 35 152 ქვეყანაში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენდნენ. საერთაშორისო დამკვირბებლეს აზერბაიჯანში 58 ქვეყანა და 59 საერთაშორისო ორგანიზაცია წარმოადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები