ხულოში ცენტრალურ გზებზე მოყინვის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს

ხულოში გამოიდარა. ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებსა და კურორტ გოდერძისთან დამაკავშირებელი გზები გაწმენდილია.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა რეკომენდირებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით. ძლიერი ყინვის გამო, ცენტრალურ გზებზე მოყინვის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს.

დღეს დილიდან ინტენსიურად დაიწყო სოფლის ცენტრებისა და შიდასაუბნო გზების გაწმენდითი სამუშაობი. ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს სრული დატვირთვით მიეწოდება. მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. ცხელი ხაზი 551 00 52 72

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები