რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე: აზერბაიჯანში არჩევნები გამართულად, პოლიტიზირების გარეშე ჩატარდა
აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნების ორგანიზება ძალიან გამართული იყო, როგორც ბაქოში ისე, სხვა ქალაქებში, გარდა ამისა, პროცესის პოლიტიზირება და აჟიოტაჟი არ მომხდარა.
ამის შესახებ არჩევნებში დამკვირვებელმა, რუსეთის ფედერაციის საბჭოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლილია გუმეროვამ განაცხადა.
როგორც არჩევნებში დამკვირვებელმა, რუსეთის ფედერაციის საბჭოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლილია გუმეროვამ განაცხადა, არჩევნები ორგანიზებული იყო ძალიან გამართულად, როგორც ბაქოში, ისე სხვა ქალაქებსა თუ სოფლებში.
„ბაქოში სამი დღის განმავლობაში ვმუშაობდით, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მონიტორინგში მივიღეთ მონაწილეობა. არჩევნების დღეს, სამი ოლქის 11 საარჩევნო უბანზე ვიყავით. ყველგან მუშაობა ძალიან გამართული იყო, საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების მაღალი პროფესიონალიზმი იგრძნობოდა, გარდა ამისა, ვაფიქსირებთ მათ მიერ საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნას. ყველა უბანზე, საარჩევნო პროცესის დაკვირვება სათვალთვალო კამერებით მიმდინარეობდა. ასევე, ბაქოს ფარგლებს გარეთ, საარჩევნო პროცესის ორგანიზება ბაქოს არ ჩამოუვარდებოდა. დავაფიქსირეთ დამკვირვებლების დიდი რაოდენობა, რომლებისთვისაც ყველა პირობა იყო შექმნილი“, – განაცხადა გუმეროვამ.
რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას, გუმეროვას თქმით, პიკი დღის საათებში დაფიქსირდა.
„აქტივობა ზრდადი იყო. 47%-ანი აქტივობა – ობიექტურად კარგი შედეგია, ვთვლით, რომ პროცესის პოლიტიზირება და არც აჟიოტაჟი მომხდარა, რაც სტაბილურობის ნიშანია“, – განმარტა ექსპერტმა.