დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყანას იმდაგვარი საარჩევნო სისტემა ექნება, რომელიც მის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ოპოზიციის მიმართ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეთავაზება 100/50-ზე კომპრომისული ვარიანტია.
ხუნდაძე ფიქრობს, რომ შეთავაზებული ბოლო კომპრომისული ვერსია ოპოზიციის მოთხოვნას ითვალისწინებს.
„გუნდში აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მოიძებნა შიგნით კოპრომისი – ეს არის შეთავაზებული ბოლო კომპრომისული ვერსია 100/50-ზე, რომელიც ითვალისწინებს ოპოზიციის მოთხოვნას, წარმომადგენლობითია, არის პროპორციულის შემადგენელი უდიდეს წილად, ასევე გათვალისწინებულია მაჟორიტარული შემადგენელი, რაც იყო მაჟორიტარების მოთხოვნა და რაც არის ძირითადი პირობა, რომ ქვეყანას ექნება იმდაგვარი საარჩევნო სისტემა, რომელიც მის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.