იაპონიაში საკრუიზო ლაინერზე კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა
იაპონიის ქალაქ იოკოჰამას პორტში კარანტინზე მდგომ, საკრუიზო ლაინერზე Diamond Express-ზე, ახალი ტიპის კორონავირუსით უკვე 61 ადამიანია დაინფიცირებული.
მედია აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთ დღეში, ინფიცირებულთა რიცხვი 40-ზე მეტით გაიზარდა.
იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, 21 შემთხვევაში ვირუსი იაპონიის მოქალაქეებს აღმოაჩნდათ. უწყებაში აღნიშნეს, რომ ადამიანების ტესტირება გაგრძელდება.
პაციენტები ტოკიოსა და სხვა ქალაქების საავადმყოფოებში განაწილდებიან.
Diamond Princess იოკოჰამას პორტში, ორკვირიან კარანტინზე, 3 თებერვლიდან იმყოფება, ბორტზე თითქმის 4 ათასი ადამიანია.
ლაინერი იოკოჰამადან 20 იანვარს დაიძრა, კაგოსიმა-ჰონგკონგი-ოკინავას მარშუტი გამოაირა და უკან, 3 თებერვალს დაბრუნდა. თუმცა, ამ დროისთვის რამდენიმე ადამიანმა ჯანმრთელობის პრობლემასთან დაკავშირებით ჩივილები იგრძნო.
თავდაპირველად ვირუსი 10 ადამიანს დაუდგინდა. ბორტზე ჰონგ-კონგიდან მგზავრი იმყოფებოდა, და სავარაუდოდ, დაინფიცირება, სწორედ მისგან მოხდა.
გადამზიდი კომპანიის ინფორმაციით, 80 წლის მამაკაცი, რომელიც იაპონიაში თვითმფრინავით ჩავიდა, ხომალდზე 20-25 იანვრის პერიოდში იმყოფებოდა. როდესაც ის ჰონგ-კონგში დაბრუნდა, მას კორონავირუსი გამოუვლინდა.