ნინო ბურჯანაძე: ეუთო-ოდირი არაკონსტიტუციურ დოკუმენტს 12 გვერდს არ მიუძღვნიდა, გაგზავნილი საარჩევნო კანონ-პროექტის კონსტიტუციურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას
ეუთო-ოდირი არაკონსტიტუციურ დოკუმენტს 12 გვერდს ნამდვილად არ მიუძღვნიდა, – ასე გამოეხმაურა “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ეუთო-ოდირის დასკვნას.
ბურჯანაძის თქმით, ოპოზიცია შენიშვნების გასათვალისწინებლად მზადაა.
“არაკონსტიტუციურ დოკუმენტს 12 გვერდს ნამდვილად არ მიუძღვნიდნენ თავისი შენიშვნებით, რომლის გათვალისწინებაც სასურველია და ამისთვის ოპოზიცია მზად არის. შესაბამისად, დოკუმენტიც და ჩვენს მიერ გაგზავნილი კანონ-პროექტის კონსტიტუციურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას”, – განაცხადა ბურჯანაძემ.