ონში გზების თოვლისა და მეწყრისგან წმენდის სამუშაოების კონტროლის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

ონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების თოვლისა და მეწყრისგან წმენდის სამუშაოების კონტროლის მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც მერის პირველი მოადგილე, დიმიტრი საყვარელიძე ხელმძღვანელობს. სამუშაო ჯგუფში ასევე ,ჩართულია ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილი. საქმიანობას მონიტორინგს  პირადად ონის მუნიციპალიტეტის მერი, ემზარ საბანაძე უწევს.

მონიტორინგის ჯგუფმა უკვე შეამოწმა სოფელ შეუბანში მიმდინარე სამუშაოები, რაც ასფალტის საფარის სპეციალური ქვიშა-მარილით დამუშავებას მოიცავს.

ასევე, მონიტორინგი ჩაუტარდა საკაოს ადმინისტრაციულ ერთეულის სოფლებში – საკაში, ბორცოში, ხიდეშლებსა და მაჟიეთში გზის წმენდის სამუშაოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები