კახა კალაძე: საარჩევნო სისტემა, რომ იგებდეს არჩევნებს დღეს, პრეზიდენტი ისევ მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა
საარჩევნო სისტემები არ და ვერ იგებს არჩევნებს, არჩევნებს იგებს ქართველი ხალხი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის შეფასებით, საარჩევნო სისტემა, რომ იგებდეს არჩევნებს დღეს, პრეზიდენტი ისევ მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა.
“დღეს რაზეც ოპოზიცია საუბრობს, ე.წ. გერმანულ მოდელთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის ავღანური მოდელი. პირდაპირ ვიტყვი, საქართველო 70-იან, 80-იან და 90-იან წლებში ვერ და არ დაბრუნდება. ჩვენ განვითარება, წინსვლა გვჭირდება. საარჩევნო სისტემები არ და ვერ იგებს არჩევნებს. არჩევნებს იგებს ქართველი ხალხი. საარჩევნო სისტემა, რომ იგებდეს არჩევნებს დღეს, პრეზიდენტი ისევ მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა”,- განაცხადა კახა კალაძემ.