ხულოში მოსული უხვი ნალექის გაწმენდით სამუშაოებს დღეს დილიდან ატარებენ
ხულოში გუშინ მოსული უხვი ნალექის გაწმენდით სამუშაოებს დღეს დილიდან სხვადასხვა მიმართულებით 19 ერთეული თოვლმწმენდი ტექნიკა ახორციელებს.
როგორც “კვირას” ხულოს მერიიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე სოფლებში არსებულ ვითარებას და გზების გაწმენდით სამუშაოებს პირადად ეცნობოდნენ.
ხულოში არსებული ვითარების გასაცნობად აჭარის ა.რ საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მუხრან კაკაბაძე იმყოფებოდა. მან მერთან ვახტანგ ბერიძესთან ერთად დაათვალიერა გაწმენდითი სამუშაოები და მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას გაეცნო.
ამ დროისთვის 50 – მდე სოფლის ცენტრთან მისასვლელი გზები სრულად გაწმენდილია. ასევე, ნაწილობრივ გაწმენდილია რამდენიმე სოფლის შიდასაუბნო გზა. დარჩენილია მაღალი ზონის სოფლები, სადაც ხვალ დილიდან გაწმენდითი სამუშაოები განახლდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღის ბოლომდე ყველა სოფელთან მისასვლელი გზის აღდგენითი სამუშაოები დასრულდება. ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს სრული დატვირთვით მიეწოდება.