იტალიაში ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავიდა, არის მსხვერპლი, ათობით დაშავებულია
იტალიაში, მილანისა და ბოლონიას სარკინიგზო მონაკვეთზე, ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 30 დაშავდა, დაკარგულია ერთი მგზავრი.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
დაშავებულთა შორის 28 ადამიანს მსუბუქი ტრავმები აღენიშნება, ორმა კი, საშუალო სიმძიმის დაზიანება მიიღო.
წინასწარი ვერსიით, რელსებიდან მატარებლის წინა ორი ვაგონი გადავიდა.
ავარიის შემდეგმ, მილანსა და ბოლონიას შორის მოძრაობა შეჩერებულია.
დაიწყო გამოძიება.