პრემიერი: იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც 5 ჰექტრამდე მიწას ფლობენ, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან
“იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც 5 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობენ, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან”,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან, ეს მათთვის მცირედი ხელშეწყობა იქნება.
„დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას იძულებით გადაადგილებული პირების ქონების გადასახადისგან გათვისუფლებაზე იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარია 5 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე. ეს არის მცირედი, მაგრამ მაინც ხელშეწყობა ჩვენი ლტოლვილებისთვის, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.