თურქეთში ზვავის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა

თურქეთში, ვანის პროვინციაში ზვავის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა, 53 ადამიანი დაშავდა.

ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამმართველოში განაცხადეს.

დღეს კი, ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ზვავი ისევ ჩამოწვა და ხუთი ავტომობილი დაფარა, რომელშიც სამაშაველო სამსახურის 50-ზე მეტი თანამშრომელი იმყოფებოდა.

4 თებერვალს ბაჰჩესარაის რაიონში, ვანისა და ბაჰჩესარაის დამაკავშირებელ გზაზე ზვავი ჩამოწვა, რომლის შედეგად, მიკროავტობუსის, სულ მცირე, ოთხი მგზავრი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები