ლევან გოგიჩაიშვილი: ჯანდაცვის მინისტრი სამედიცინო პერსონალთან ურთიერთობაში უხეში ტენდენციებით გამოირჩეოდა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო პერსონალთან ურთიერთობაში უხეში ტონით გამოირჩეოდა, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ტიკარაძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში “ბოლშევიკურ სულისკვეთებას აღვივებს.”

“ჩვენ ძალიან საშიში ტენდენციები დავინახეთ მინისტრის ქმედებებში. ჩვენ დავინახეთ მისი აგდებული დამოკიდებულება დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან, ძალიან უხეში და ვულგარული ტონი შერჩეული მათთან ურთიერთობაში. ჩვენ გვახსოვს მისი გამოქვეყნებული წერილი, სადაც ბოლშევკურ სულისკვეთებას აღვივებს და უნდა, პაციენტი ექიმს, ექთანი კი ექიმს დაუპირისპიროს და ა.შ.” – აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს, მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ. ეკატერინე ტიკარაძე პირველი მინისტრია, რომელიც საგაზაფხულო სესიაზე მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები