ემზარ საბანაძემ მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან ერთად, მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების მომდევნო ეტაპები და ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, შიდა სასოფლო გზების მდგომარეობა განიხილეს.
მერის წარმომადგენლებმა და საკრებულოს დეპუტატებმა ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტები და დაფინანსების საკითხები ინდივიდუალურად გაიარეს და განიხილეს.
თათბირს ესწრებოდა ა(ა) იპ ონის მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ხელმძღვანელი ნონა ბაკურაძე, რომელმაც წარმომადგენლებს კორონა ვირუსის გავრცელების მონიტორინგთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობისათვის კონკრეტული მითითებები მისცა.
ცნობისთვის, ჩინეთიდან ახალი კორონა ვირუსის შესაძლო შემოტანისა და გავრცელების აღკვეთის, შემთხვევათა გამოვლენის, ეპიდსიტუაციის ზოგადი მონიტორინგის, სწრაფი და ადექვატური რეაგირების,ინფორმირებისა და სიტუაციის მართვის მიზნით, 28 იანვარს გამოიცა და ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის N 164 განკარგულება (საქართველოში ახალი კორონა ვირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული დაავადებების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ), რომლის თანახმადაც სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებს ევალებათ მათი კომპეტენციის ფარგლებში შემავალი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება.
აღნიშნულ ღონისძიებათა ოპერატიულად განსახორციელებლად, საქართველოს კანონის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ ფარგლებში, ა(ა) იპ ონის მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ აღნიშნულ ინფორმაციას და მუნიციპალიტეტის ყველა მცხოვრებმა და განსაკუთრებით იმ საწარმოთა ხელმძღვანელებმა, სადაც დასაქმებული არიან ჩინელი მოქალაქეები, ასევე სასტუმროთა მეპატრონეებმა დროულად მოგვაწოდეთ ინფორმაცია თქვენთან დასაქმებული ან საცხოვრებლად (ან დროებით შემოსული) მოსული ყველა იმ პირის შესახებ, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჩინეთში, (ეხება ნებისმიერი ეროვნების მოქალაქეს) რათა მოხდეს მათი სათანადოდ ინფორმირება და შესაბამისი მეთვალყურეობა ეპიდსიტუაციის კონტროლის მიზნით. ასევე მოსალოდნელია კვლავ იჩინოს თავი წითელას შემთხვევებმა. ამიტომ, სოფლის თემის რწმუნებულებს ვთხოვთ, ასევე, წარმოადგინონ იმ დასაქმებულთა რაოდენობა, რომლებიც არ არიან აცრილი.