ონში გზების წმენდის სამუშაოები ემზარ საბანაძემ მოინახულა

ზამთრის სეზონის პარალელურად, ონის მუნიციპალიტეტში სოფლებამდე მისასვლელი და სოფლის შიდა გზების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

გზები უკვე გაიწმინდა სოფელ ხირხონისში,კომანდელში, სომიწოსა და ქალაქ ონში. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება გზებზე, სადაც ხდება სასკოლო ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

გზების წმენდის სამუშაოები ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ პირადად მოინახულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები