იაპონიაში საკრუიზო ლაინერზე კორონავირუსით 10 ადამიანი დაინფიცირდა
იაპანიაში საკრუიზო ლაინერზე, ახალი ტიპის კორონავირუსით, 10 ადამიანი დაინფიცირდა.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ხომალდი, რომლის ბორტზე თითქმის 4 ათასი ადამიანი იმყოფება, მათ შორის რუსეთის 24 მოქალაქე, იოკოჰამას აკვატორიაში კარანტინზე ორი კვირის განმავლობაში დარჩება.
ლაინერი იოკოჰამადან 20 იანვარს დაიძრა, კაგოსიმა-ჰონგკონგი-ოკინავას მარშუტი გამოაირა და უკან, 3 თებერვალს დაბრუნდა. თუმცა, ამ დროისთვის რამდენიმე ადამიანმა ჯანმრთელობის პრობლემასთან დაკავშირებით ჩივილები იგრძნო.
როგორც დღეს, იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, 10 ადამიანს პნევმონია დაუდგინდა. ბორტზე ჰონგ-კონგიდან მგზავრი იმყოფებოდა, სავარაუდოდ, დაინფიცირება, სწორედ მისგან მოხდა.
გადამზიდი კომპანიის ინფორმაციით, 80 წლის მამაკაცი, რომელიც იაპონიაში თვითმფრინავით ჩავიდა, ხომალდზე 20-25 იანვრის პერიოდში იმყოფებოდა. როდესაც ის ჰონგ-კონგში დაბრუნდა, მას კორონავირუსი გამოუვლინდა.
ათივე დაინფიცირებული კანაგავას პრეფექტურის საავადმყოფოშია მოთავსებული.
ჰოსპიტალიზირებულია იაპონიის სამი, ჩინეთის სამი, ავსტრალიის ორი და თითო-თითო აშშ-სა და ფილიპინების მოქალაქე.