მამუკა მდინარაძე: კონგრესმენებთან ერთი შეხვედრის შემდეგ, მოლოდინი, რომ ვინმე გამოვა და იტყვის, რაც ვთქვი, ტყუილი აღმოჩნდაო, არ მაქვს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის აშშ-ში ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაცია გაგრძელდება.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მოლოდინი, რომ კონგრესმენები ან სენატორები ნათქვამს უკან წაიღებენ, არ აქვს.

“ზალკალიანის შეხვედრის დეტალები არ ვიცი. ვიცი, რომ ნამდვილად პოზიტიური იყო შეხვედრა. თუ მოლოდინი გაქვთ, რომ ერთი შეხვედრის შემდეგ ვინმე გამოვა და იტყვის, რაც ვთქვი, ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდაო, ამის მოლოდინი არ მაქვს.

გავაგრძელებთ ინტენსიურ კომუნიკაციას სტრატეგიულ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ერთი მხრივ, სრული და ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეთ და მეორე მხრივ, ჩვენ არ შეგხვდეს არანაირი პრობლემა პარტნიორთან ურთიერთობაში“, – განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები