ბაღდათში ხანძრის შედეგად გარდაცვლილებს პროზექტურიდან დღეს გადაასვენებენ – ხარჯებს მერია დაფარავს
ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპულებს პროზექტურიდან ბაღდათის ტაძარში დღეს გადაასვენებენ.
„ცხედრებს დღის მეორე ნახევარში გადმოასვენებენ, ყველანაირ ხარჯს მუნიციპალიტეტის მერია დაფარავს”, – აცხადებენ ბაღდათის მერიაში.
შეგახსენებთ, 3 თებერვალს ბაღდათში წერეთლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ქალისა და ოთხი მცირეწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.