მალხაზ მაჩალიკაშვილი: ვუერთდები აქციას, სადაც იქნება ორი-სამი ადამიანი, ვინც დღევანდელ ხელისუფლებას აპროტესტებს, ვიქნები იქ

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა, სადაც ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პროპორციულ საარჩევნო სისტემას ითხოვენ.

მაჩალიკაშვილის თქმით, მისი მთავარი მიზანი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაა.

“ვუერთდები ამ აქციას, სოფელი, ქალაქი, რეგიონი, სადაც იქნება ორი-სამი ადამიანი, ვინც დღევანდელ ხელისუფლებას აპროტესტებს ვიქნები იქ. გავაპროტესტებთ მანამ, სანამ ქართველი ხალხი სიმართლეს არ მიაღწევს, სანამ ქართველი ხალხი ამ სიბოროტეს, “ქართულ ოცნებას” არ ჩამოიშორებს. ყველგან ვიქნები პირველ რიგში და ყველანაირად ვეცდები “ქართული ოცნება” გავანადგურო.

პირველ რიგში, ჩემი მიზანია პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ბანერსაც დავდგამ, კარავსაც გავშლი, კანონი არ კრძალავს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი სიმართლე დავამტკიცო​”,- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები