სენატორი ჯიმ რიში: მოგვცეს გარანტიები, რომ საქართველოში ვითარება შეიცვლება

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს შეხვდა.

ჯიმ რიშმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სენატორებს გარანტიები მისცა, რომ დემოკრატიის განვითარებაში არსებულ შემაშფოთებელ ნიშნებთან დაკავშირებით, ვითარება შეიცვლება.

“მე საქართველოში 2012 წელს ვიყავი არჩევნებზე, როგორც ამერიკის მხარის ოფიციალური დამკვირვებელი. ჩვენ გვჯეროდა, რომ მაშინ ხელისუფლება დემოკრატიული მმართველობისთვის საჭირო რეფორმებს გაატარებდა, რომლებიც ხალხს მოეწონებოდა. თუმცა, ვიხილეთ შემაშფოთებელი ნიშნები. ჩვენ კარგი შეხვედრა გვქონდა, რომელზეც ამ საკითხებზე ვისაუბრეთ და მოგვცეს გარანტიები, რომ ვითარება შეიცვლება. მინისტრთან ვისაუბრეთ არჩევნებზე, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში გაიმართება. ჩვენ მდგომარეობას დავაკვირდებით, ეს ქართველების ქვეყანაა და დარწმუნებული ვარ, ქართველებს თავისუფალი და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა სურთ”- განაცხადა ჯიმ რიშმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები