ანა დოლიძე: მოვითხოვთ, “ქართულმა ოცნებამ” აზარტული თამაშებთან დაკავშირებით კანონ-პროექტი სწრაფად მიიღოს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განცხადებით, “ქართული ოცნება” საგაზაფხულო სესიაზე აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონ-პროექტზე მუშაობას აპირებს.

დოლიძის თქმით, კანონ-პროექტი ქართველი ხალხის მოთხოვნის რეალური ასახვა უნდა იყოს.

“ქართული ოცნება” აპირებს საგაზაფხულო სესიაზე აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონ-პროექტზე იმუშაოს. მოვითხოვთ, რომ ეს კანონი “ქართულმა ოცნებამ” რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს, მაგრამ კანონ-პროექტი იყოს არა გაშუალებული ვერსია “ქართული ოცნების” დეპუტატების და იმ მაფიის ინტერესებს შორის, რომელიც ფარავს აზარტულ თამაშებს და ქართველი ხალხის ინტერესებს. კანონ-პროექტი უნდა იყოს რეალური ასახვა იმისა თუ რას ითხოვს ქართველი ხალხი”, – განაცხადა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები