კადრები უხანის საავადმყოფოდან, სადაც დაავადებული პაციენტები შეჰყავთ(ვიდეო)
უხანში, 10 დღეში ათას პაციენტზე გათვლილი საავადმყოფო 2 თებერვალს გაიხსნა.
კლინიკაში პაციენტების მიღება გახსნისთანავე დაიწყო.
ადგილობრივი მედია, საავადმყოფოსთან გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს, რომელზეც ჩანს, რომ დაახლოებით 2 წუთის ინტერვალით, კლინიკასთან სასწრაფო დახმარების მანქანა მიდის, რომელსაც სულ მცირე, სამი პაციენტი მოჰყავს.
კლინიკასთან მას ექიმები საკაცეებითა და ეტლებით ხვდებიან, რომ ადამიანები შემდგომ შენობაში შეიყვანონ.
უხანში, 6 თებერვალს კიდევ ერთი, 1600 საწოლზე გათვლილი საავადმყოფო გაიხსნება, რომლის აშენება 26 იანვარს დაიწყო.