ჭუბერის თემში თოვლის საფარმა 1.5 მეტრს მიაღწია
მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის თემში თოვლის საფარმა 1.5 მეტრს მიაღწია.
ამის შესახებ ინფორმაციას, ჭუბერის მკვიდრი ინეზა ჩხეტიანი სოციალურ ქსელ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს და ფოტოებს აქვეყნებს.
როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი აცხადებს, ამ ეტაპზე გზები ჩაკეტილია, გზის გარკვეულ მონაკვეთზე ჩამოწოლილია ზვავი და ელექტროენერგია მოსახლეობას არ მიეწოდება.
ვიბლიანის თქმით, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობას გზებზე თოვლის გაწმენდითი სამუშაოები. ჭუბერის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის აღდგენა უახლოეს საათებში მოხდება.