ბელგიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ბელგიის მოქალაქე ქალს, რომელიც უხანიდან იყო ევაკუირებული, ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, 2 თებერვალს ქვეყანაში დაბრუნებულმა ბელგიის 9 მოქალაქემ, სამხედრო ჰოსპიტალში შემოწმება გაიარა, ერთ მათგანს ვირუსი დაუდგინდა.

ამასთან, აღინიშნება, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

ქალი ბრიუსელის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ბოლო მონაცემით, ჩინეთში კორონავირუსისგან, 425 ადამიანი დაიღუპა, 20438 დაავადებულია, გასული დღე-ღამის განმავლობაში 3235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დაკვირვების ქვეშ 171,3 ათასი ადამიანია, რომლებსაც დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები