ჩინეთში კორონავირუსთან ბრძოლისას დაშვებული შეცდომები აღიარეს

ჩინეთის ხელმძღვანელობამ, ახალი ტიპის კორონავირუსთან ბრძოლისას დაშვებული შეცდომები აღიარა.

ამის შესახებ გერმანული საინფორმაციო სააგენტო dpa, ჩინურ მედიაზე დაყრდნდობით წერს.

მედიის ინფორმაციით, ჩინეთის თავმჯდომარემ სი ძინპინმა, კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს საბჭო მოიწვია, რომელიც ეპიდემიის კონტროლსა და პროფილაქტიკას შეეხებოდა.

კომპარტიის პოლიტბიუროს მუდმივ კომიტეტში განაცხადეს, რომ ვირუსის გავრცელებაზე რეაქციამ „შეცდომები და სირთულეები“ გამოავლინა.

გარდა ამისა, სხდომის წევრებმა აღნიშნეს, რომ საჭიროა საზოგადოებრივ ადგილებში სანიტარული პირობების გაუმჯობესება, ასევე აუცილებელია არალეგალურ ბაზრებთან მუშაობა, რომლებზეც ველური ცხოველებით ვაჭრობენ.

ბოლო მონაცემით, ჩინეთში კორონავირუსისგან, 425 ადამიანი დაიღუპა, 20438 დაავადებულია, გასული დღე-ღამის განმავლობაში 3235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დაკვირვების ქვეშ 171,3 ათასი ადამიანია, რომლებსაც დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები