ლევან ნიკოლეიშვილი: ნუ გრცხვენიათ, რომ “ნაცები” ბრძანდებით, დროა, ხალხმა იცოდეს, ვინ ვინ არის

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი დღეს, მამუკა მდინარაძის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციას ეხმაურება იმის შესახებ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთ-ერთ ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა, წარმომადგენლად კი ბათუ ქუთელია აირჩია.

ნიკოლეიშვილის თქმით, დროა, ხალხმა იცოდეს ვინ ვინაა.

“დღეს გასაჯაროებული სკანდალური ინფორმაციის თანახმად “ნაცმოძრაობამ” ამერიკული ლობისტური კომპანია “ორიონ სტრატეჯი” დაიქირავა, ხოლო მისი წარმოდგენილი ანუ “ნაცების” წარმომადგენელი ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი ბათუ ქუთელია გახლავთ. თუ ვინმე ფიქრობს და რა მოხდა მერე… 1. “ნაცები” არ თუ ვერ მალავენ თავის ხალხს სხვადასხვა არასამთავრობოსა და ერთკაციან პარტიებში. 2. ქალბატონებო და ბატონებო, ნუ გრცხვენიათ, რომ “ნაცები” ბრძანდებით. 3. დროა, ხალხმა იცოდეს, ვინ ვინ არის და ვის და რას წარმოადგენს. მოკლედ, გაუმარჯოს ლუსტრაციას,” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები