ჩინეთი კორონავირუსთან დაკავშირებით აშშ-ს პანიკის გამოწვევაში ადანაშაულებს

აშშ-ს კორონავირუსთან ბრძოლაში ქმედითი დახმარება არ აღმოუჩენია და პირიქით, მის ფონზე პანიკა დათესა.

ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხუა ჩუნინმა განაცხადა.

„ეპიდემიის დაწყებიდან ბევრმა ქვეყანამ აღმოგვიჩინა დახმარება და ამისთვის მათი მადლიერი ვართ. მაგრამ, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ამერიკის მთავრობას არა თუ აღმოუჩინა ჩინეთისთვის რამე ქმედითი დახმარება, არამედ, პირველებმა მოახდინეს უხანიდან საკუთარი საკონსულოდან თანამშრომლების ევაკუაცია, პირველებმა აუკრძალეს ჩინეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა, იმ დროს როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გამოსულა რეკომენდაციით ჩინეთთან ვაჭრობის, ან გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა დიპლომატმა.

მისი თქმით, ვაშინგტონმა საკუთარი ქმედებით „პანიკის წარმოქმნას და გავრცელებას შეუწყო ხელი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები