ხობში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირს, რომელსაც გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება, ამ წუთებში ზუგდიდის პოლიციაში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
აღკვეთ ღინისძიებაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.
შსს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1970 წელს დაბადებული ს.ყ. მისსავე საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით დაჭრა, რის შემდეგაც, მიმალვის მიზნით, ახლომდებარე სახლში შევიდა და იქ მცხოვრებ, 1943 წელს დაბადებულ დ.კ.-ს ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა. ორივე პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ს.ყ. მიყენებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით მიმდინარეობს.