თურქეთში საქართველოს ელჩი და სტამბოლში გენერალური კონსული სტამბოლის მერს შეხვდნენ

საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ და სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ინგა კიკვაძემ სტამბოლის მერთან, ექრემ იმამოღლუსთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე მხარეები 2016 წელს თბილისსა და სტამბოლს შორის დაძმობილების შესახებ მემორანდუმის გაფორმებას მიესალმნენ. საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანასა და ქალაქებს შორის არსებულ მრავალწლიან ურთიერთობებს და აღინიშნა, რომ ხსენებული მემორანდუმი ამ ურთიერთობების განვითარებას ხელს უწყობს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეების მიერ დაისახა კონკრეტული ნაბიჯები, ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით და იმედი გამოითქვა, რომ ორი ქვეყნის ქალაქებს შორის არსებული მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული დაძმობილების შესახებ მემორანდუმის თანახმად, მხარეები ერთმანეთს უზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას, ადგილობრივი მმართველობის, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, გამწვანების, ტრანსპორტის, ურბანული დაგეგმარების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ასევე, სპორტის სფეროებში. მდგრად და მშვიდობიან განვითარებასა და კულტურათაშორის დიალოგს ხელს უწყობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები