სოფო კილაძე: ასეთი მჭიდრო ურთიერთობა აშშ-თან გასულ წლებში არ გვქონია
ასეთი მჭიდრო ურთიერთობა აშშ-თან ჩვენ არ გვქონია გასულ წლებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფო კილაძემ განაცხადა.
სოფო კილაძის თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ სტრატეგიული ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.
“ვიტყოდი, რომ ასეთი მჭიდრო ურთიერთობა აშშ-თან ჩვენ არ გვქონია გასულ წლებში. ბუნებრივია, ვიმუშავებთ იმაზე, რომ ურთიერთობები კიდევ უფრი გაღრმავდეს. ახალი ელჩი ჩამოვიდა და ყველაფერს გავაკეთებთ რათა კარგი ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაღრმაოთ. რაც შეეხება ოპოზიციას, რაც არ უნდა გააკეთოს “ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერს ივანიშვილის სახელს უკავშირებენ, ნეგატიურ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ამიტომ ოპოზიციურ აბსურდზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა კილაძემ.