ილია მეორე: ახალი ვირუსი გამოჩნდა და მრავალი ადამიანი შეშინებულია, ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ სარწმუნოება განმტკიცდეს

გამოჩნდა ახალი ვირუსი და მრავალი ადამიანი შეშინებულია, ზოგიერთმა მას სიკვდილის ვირუსი შეარქვა. ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ განმტკიცდეს ჩვენი სარწმუნოება და ლოცვა, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
ილია მეორემ მრევლს კურთხევა მისცა, მათ კარ-მიდამოს და შვილებს დილა-საღამოს ნაკურთხი წყალი ასხურონ.
„ჩვენც დღეს ვლოცულობთ, რომ მშვიდობა და წყალობა ღვთისა არ მოგვაკლდეს. გამოჩნდა ახალი ვირუსი და მრავალი ადამიანი შეშინებულია ამ ვირუსისგან. ზოგიერთმა მას სიკვდილის ვირუსი შეარქვა. ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ განმტკიცდეს ჩვენი სარწმუნოება და ლოცვა. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველ დილას და საღამოს ასხუროთ თქვენს კარ-მიდამოს, ეზოს, შვილებს და ღმერთი იქნება თქვენი მფარველი”, – განაცხადა ილია მეორემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები