ცაგერსა და ლენტეხში გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის დიდთოვლობას პრობლემა არ შეუქმნია.

ადგილობრივების განცხადებით, სოფლებში გზის გაწმენდა მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდებოდა, რის გამოც ცენტრალური საავტომობილო გზა ავტომობილებისათვის არ ჩაკეტილა.

ლენტეხის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შესაბამისი ტექნიკა მობილიზებულია და ორშაბათიდან თოვლისგან საუბნო გზების გაწმენდის სამუშაოები დაიწყება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო შეზღუდვა რჩება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ126-კმ157 მონაკვეთზე, სადაც მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის აკრძალულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები