არჩილ თალაკვაძე: კონგრესმენების წერილები ჩვენთვის მეგობრების მოსაზრებაა, ამიტომ ჩავდივართ ვაშინგტონში, დაველაპარაკებით მათ და აზრებს გავუცვლით

“კონგრესმენების წერილები არის ჩვენთვის მეგობრების მოსაზრება, სწორედ ამიტომ ჩავდივართ ვაშინგტონში, დაველაპარაკებით მათ და აზრებს გავუცვლით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აშშ-ში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პროგრესს დადებითი შეფასება აქვს, როგორც აშშ-ს, ასევე ნატო-სა და ევროკავშირის მხრიდან.

“კონგრესმენების წერილებს დამატებითი მთარგმნელები არ სჭირდებათ ოპოზიციიდან, რომლებიც პირველები ახდენენ ხოლმე ამ წერილების ინტერპრეტაციას და მას თარგმნიან რამდენჯერმე იმისათვის, რომ მათთვის საინტერესო სახით მიაწოდონ საზოგადოებას.

​სინამდვილეში ყოველგვარი თარგმნის გარეშე მოცემულობა სხვანაირადაა. საქართველოს პროგრესს დადებითი შეფასება აქვს, როგორც აშშ-ს, ასევე ნატო-სა და ევროკავშირის მხრიდან. ეს მათ ოფიციალურ განცხადებებშიც კარგად ჩანს”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

​ცნობისათვის, აშშ-დან მიღებული კრიტიკული წერილების საპასუხოდ, სახელისუფლებო გუნდი გზავნილების ადრესატებთან პირისპირ შეხვედრისთვის ემზადება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები