კელი დეგნანმა დავით ზალკალიანსა და სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.
“ელჩ კელი დეგნანს პატივი ხვდა, რწმუნებათა სიგელი წარედგინა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის.
დღეიდან ელჩი დეგნანი ოფიციალურად შეუდგება საქართველოში შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელზე დაკისრებული უფლებამოსილების შესრულებას”, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.