მაია ცქიტიშვილი იზორიას ძმის კადრებზე: ნებისმიერი მოქალაქის, მით უმეტეს თანამდებობის პირის ნათესავის მხრიდან ასეთი ტიპის ქმედებები მოსაწონი ვერანაირად ვერ იქნება

ნებისმიერი მოქალაქის, მით უმეტეს თანამდებობის პირის ნათესავის მხრიდან ასეთი ტიპის ქმედებები მოსაწონი ვერანაირად ვერ იქნება, – ასე გამოეხმაურა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოკადრებს.

მინისტრის თქმით, კანონი ყველასთვის ერთია.

“შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება ნებისმიერი იმ ადამიანის მიმართ, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს იქნება ეს პოლიციელი, გარემოს დაცვითი ინსპექციის თანამშრომელი თუ ნებისმიერი სხვა ფორმიანი ადამიანი, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს, ჩვენ მათ მიერ შესასრულებელ საქმიანობას პატივი უნდა ვცეთ. ასე, რომ ნებისმიერი მოქალაქის მხრიდან, მით უმეტეს ნებისმიერი თანამდებობის პირის ნათესავის მხრიდან განსაკუთრებით ვერანაირად ვერ იქნება ასეთი ტიპის ქმედებები მოსაწონი. ჩვენ, წლების განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ კანონი ყველასთვის ერთია”,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, ყოფილი პოლიციელი გიორგი დვალიშვილი ლევან იზორიას ძმას სამართალდამცველების შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მან ერთ-ერთ არხს 2014 წელს გადაღებული კადრები მიაწოდა, სადაც ასახულია ვახტანგ იზორიას დაკავება და კამათი პოლიციელებთან. კადრებში ჩანს, როგორ ემუქრება ის პოლიციელს, რომელმაც დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები