ემზარ საბანაძემ სოფელ ზვარეთში შიდა გზების წმენდის სამუშაოები მოინახულა
ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ სოფელ ზვარეთში სოფლის შიდა გზების წმენდის სამუშაოები მოინახულა და ადგილობრივ ოჯახებს ესტუმრა.
სოფელ ზვარეთში სულ 65 კომლია. ამ დროისთვის ადგილზე ორი მოსახლე , ნიკო კირვალიძე და ვეფხვია ერისთავი იმყოფება. ნიკო კირვალიძე სოფელ ზვარეთში ახლახანს დაბრუნდა.
ონის მუნიციპლაიტეტის მერის განცხადებით, ნიკო კირვალიძის მსგავსად, თითოეული დაბრუნებული მოსახლე ონის მუნიციპალიტეტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა. სწორედ ამიტომ, მუნიციპალიტეტის მერია, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად ყველა საჭირო პირობას შექმნის რაჭაში დაბრუნებული მოსახლეობისათვის, რათა სოფლები კვლავ შეივსოს.