“მნიშვნელოვანია, შიდა უსაფრთხოების კომპონენტი, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებასა და სისხლის სამართლის პოლიტიკის სისტემის შექმნას მოიცავს”
ჩვენ არ უნდა გამოგვრჩეს შიდა უსაფრთხოების კომპონენტი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია და რომელიც მოიცავს, როგორც მართლმსაჯულების სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, ასევე ქვეყანაში სისხლის სამართლის პოლიტიკის ერთიანი სისტემის შექმნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დონორთა ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა შიდა უსაფრთხოების კომპონენტზე, როგორც მთავრობის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილზე გაამახვილა ყურადღება.
„ეს ჩვენთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ჩვენ დარწმუნებული ვართ, დღესაც, სამუშაო ჯგუფებში ჩვენ შევძლებთ, ჩვენს კოლეგებს დავუდასტუროთ ის პროგრესი და ვისაუბროთ იმ აუცილებელ გეგმებზე, რომლებიც გაგვაჩნია და რომლებსაც ჩვენ ვხედავთ”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.