ჰონგკონგში ახალი, კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიმუშავეს
ჰონგკონგელმა მეცნიერებმა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიმუშავეს, იტყობინება South China Morning Post.
როგორც ჰონგკონგის უნივერსიტეტის პროფესორმა, იუენ კვოკ-იუნგმა განაცხადა, „შევქმენით ვაქცინა, მაგრამ წამლის ცხოველებზე ტესტირებისთვის დიდი დრო დაგვჭირდება“.
მისი ინფორმაციით, ცხოველებზე წამლის ტესტირებას რამდენიმე თვე დასჭირდება, ხოლო ადამიანებზე კლინიკურ ცდებს, სულ მცირე, ერთი წელიწადი.
გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერებმა ჩვეულებრივი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მოდიფიცირება მოახდინეს და მას კორონავირუსის ზედაფენის ანტიგენის ნაწილი დაუმატეს.