მალხაზ მაჩალიკაშვილი: დამოუკიდებელი დეპუტატების და საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი მაქვს
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის შენობასთან ბრიფინგი გამართა. მისი მოთხოვნა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაა.
“მდინარაძე, თალაკვაძე და ვოლსკები რასაც იძახიან გასაგებია, მათ არ უნდათ რომ შეიქმნას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. ისინი საშიშროებას ხედავენ, რომ ამ საქმეს გადაყვებიან. მაგით არ მთავრდება ქვეყანა, ქართველი ხალხის ბედი. ყველა დამოუკიდებელი დეპუტატის და მთელი ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი მაქვს”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
ცნობისთვის, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება გუშინ შეწყვიტა. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ “სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.”