“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბორჯომში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

ბორჯომის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები დაიწყო და კრებები მუნიციპალიტეტის 8 სოფელში უკვე შედგა.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, მოადგილე ბუბა ბერიძე და  ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ყიფიანი. მათ მოსახლეობას პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც მერმა აღნიშნა, აღნიშნული პროგრამით ადგილობრივებს საშუალება ეძლევათ თავად გადაწყვიტონ კონკრეტულად თუ რა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის გამოიყენებენ მათი დასახლებისთვის გამოყოფილ თანხას.

კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს ეყარა კენჭი, ხმათა უმრავლესობით სოფლებში წელს სკვერები, სატრენაჟორო მოედნები, სასმელი წყლის სისტემისა და გარე განათების სამუშაოები ჩატარდება.

უწყების ცნობით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ცენტრალური ბიუჯეტიდან წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის ჯამურად გამოყოფილია 456 000 ათასი ლარი, აღნიშნულ თანხას მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100% თანადაფინანსების ფარგლებში იგივე თანხას 456 000 ათას ლარს დაამატებს.

შეხვედრები ბორჯომის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ყველა სოფელში 5 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები