მამუკა მდინარაძე: წინა ხელისუფლება ჩატაევთან თანამშრომლობდა და ისინი მოქმედებდნენ ერთად – ეს “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის მიერ აღიარებული ფაქტია
“ნაციონალური ხელისუფლება ჩატაევთნ თანამშრომლობდა და ისინი მოქმედებდნენ ერთად, -„ეს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის მიერ აღიარებული ფაქტია”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა. მან პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, გივი თარგამაძის განცხადებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელიც ჩატაევთან თანამშრომლობას ეხებოდა.
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, გივი თარგამაძე არ იტყოდა, რომ ითანამშრომლა ტერორისტ ჩატაევთან, შესაბამისად განცხადება, იმის შესახებ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ამ საქციელით პუტინს ებრძოდა, არის მათი „გაპრავება“. რეალურად, როდესაც რუსეთი უკრაინას ჩატაევის გადაცემას სთხოვდა, უნდა ეარსება უფრო მძიმე ბრალდებას საქართველოში, რათა საქართველოში წამოეყვანათ ის. სწორედ ამიტომ, შექმნეს ხელოვნურად უფრო მძიმე მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე, ამ ბრალდებით, წინასწარი დათქმით და მასთან შეთანხმებით წამოიყვანეს ის საქართველოში და გაუშვეს”,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, “ნაციონალური ხელისუფლება” ჩატაევთნ თანამშრომლობდა და ისინი მოქმედებდნენ ერთად.„ეს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის მიერ აღიარებული ფაქტია. წინასწარ შექმნილი მტკიცებულებები იმდენად სუსტი იყო, რომ ამ საქმეში აპრიორი გადაწყვეტილი იყო, რომ ჩატაევი გამართლდებოდა. ლაფანყურის ოპერაციის დროს. ჩემი ვარაუდით, ჩატაევმა საწინააღმდეგო მხარე დაიჭირა, იმ მომენტზე კი, როდესაც ის გამოჩნდა, წინა ფაქტის მსგავსად, ჩვენამდე საეჭვოდ სუსტმა მტკიცებულებებმა მოაღწია. ასეთი გარემოება საშუალებას აძლევდა “ნაციონალურ მოძრაობას”, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩატაევი თანახმა იქნებოდა, მასთან გაეგრძელებინათ თანამშრომლობა. ამასობაში ისინი ხელისუფლებაში ვეღარ დარჩნენ. „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ კი, როდესაც პროკურატურა უკვე დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით ფუნქციონირებდა და პროკურორმა ჩაიხედა საქმეში, მან ნახა, რომ მტკიცებულებები არ იყო, შესაბამისად ის იძულებული გახდა, რომ ჩატაევი გაეშვა. ეს არის ჯაჭვი. პირველ შემთხვევაში ვიცით, რომ ჩატაევს სპეციალურად შეუქმნეს საქმე, აღიარებენ კიდეც, რომ მასთან შეთანხმებულები იყვნენ. მეორე შემთხვევაში მტკიცებულებები არ არსებობს, მესაზღვრეების ჩვენებებიც კი არ ემთხვევა ერთმანეთს. მტკიცებულებების გარეშე პოლიტიკური დაჭერები კი 2012 წელს დასრულდა”,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, “ასეთი ქმედება, როცა შენ ტერორიზმის თემით სპეკულირებ, იმ დახურული შეხვედრიდან გამოდიხარ და მაინც სპეკულირებ, რომ რაღაცა ბენეფიტი მოიპოვო, რომ “ქართულ ოცენებას” რაღაცა დააბრალო, ასეთი საკითხებზე უნდა იყოს ერთხელ და სამუდამოდ ნათქვამი, რომ არ შეიძლება. ყველამ, მთელმა საზოგადოებამ, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა, უნდა თქვას, რომ ამით სპეკულირება არ შეიძლება ეს არის ერთადერთი გამოსავალი“.