მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობს, მასთან ერთად იმყოფება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავაც.

მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაა.

“პირველი დღიდან უნდობლობას ვუცხადებ სასამართლოს, პროკურატურას. ყოველთვის მქონდა იმის მცდელობა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნილიყო. პარლამენტმა რასაც მე ვითხოვ იმის 1 % მაინც, რომ გამოიძიოს, ვიცი ამას რა მოჰყვება, ვიცი, რომ სიმართლე დადგინდება, ვიცი, რომ საზოგადოებას იმის თაობაზე, თუ რატომ არის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლული პასუხს მიიღებს. მინდა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ის სამარცხვინო საქციელი რაც პროკურატურამ გუშინ ჩაიდინა ჩემთვის ახალი არ არის, ამას ველოდი. პარლამენტში მინდა ბრიფინგის ჩატარება. მინდა ყველა იმ პარლამენტარს მივმართო, თუ არ გეშინიათ, რომ გადაყვეთ თემირლანის საქმეს შექმენით დროებითი საგამოძიებო კომისია, თუ ამის გეშინიათ ეს ხმამაღლა თქვით”,- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება გუშინ შეწყვიტა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, “სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები