გორში შინდისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად 16 წლის ბიჭი დაიღუპა. როგორც ,,რეგიონულ კვირას” თვითმხილველმა განუცხადა, სასწრაფო-სამედიცინო ჯგუფის წევრები ადგილზე ცდილობდნენ მოზარდისთვის სასუნთქი გზების ამუშავებას ხელოვნური სუნთქვის მეშვეობით, თუმცა მედიკოსებმა დაშავებულის გადარჩენა ვერ შეძლეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე დაიღუპა.
გარდა მოზარდისა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი მგზავრი 20 წლის ბიჭი დაშავდა, რომელიც ამ დროისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების ცნობით, მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მას მრავლობითი დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.
შს სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ საქმის გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, თუმცა უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდეს.