შშმ გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ბრალი წაუყენეს
შშმ გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 65 წლამდე მამაკაცს ზუგდიდის პოლიციაში დღეს ბრალი წაუყენეს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლო აღკვეთ ღონისძიებაზე დღესვე იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 26 იანვარს, 1955 წელს დაბადებული 1 პირი დააკავა. 65 წლის კაცი ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ვადით ექვსიდან რვა წლამდე.
სავარაუდო მსხვერპლის და ბრალდებულის ახლობლების დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით, პოლიციამ პრევენციული ღონისძიებები გაატარა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 3 პირი.