ანრი ოხანაშვილი: კანონის ფარგლებში გამოხატული პროტესტი მისაღებია, თუ კანონის ფარგლებს გასცდება, კანონდარმღვევმა პასუხი უნდა აგოს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი “ევროპული საქართველოს” მიერ 4 თებერვალს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, კანონის ფარგლებში გამოხატული პროტესტი მისაღებია, ხოლო თუ ეს კანონის ფარგლებს გასცდება, კანონდამრღვევმა პასუხი უნდა აგოს.
“ცივილური ფორმით, კანონის ფარგლებში გამოხატული პროტესტი, აზრი მისაღებია. ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების მონაპოვარი. კანონის ფარგლებში ყველაფერი მისაღებია, მაგრამ თუ ეს ყველაფერი გასცდება კანონის ფარგლებს, ამ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რა კანონდარღვევა შეიძლება, ჩაიდინოს ვინმემ, შესაბამისი ადეკვატური პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, „ევროპულმა საქართველომ“ თბილისის მერიას 4 თებერვალს პარლამენტის შენობასთან დაგეგმილი აქციის შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა.