გურამ მაჭარაშვილი: ყველა მოქალაქემ თავისი უფლებების კანონის ჩარჩოებში რეალიზება უნდა შეძლოს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი მესამე სექტორის იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ საქმეთა კოდექსს ხელისუფლება სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ იყენებს.

მაჭარაშვილის თქმით, ყველა მოქალაქემ უნდა შეძლოს და თავისი უფლებების რეალიზება კანონის ჩარჩოებში მოახდინოს.

“ჩვენს ქვეყანაში ნამდვილადაა უზრუნველყოფილი ის, რომ ერთის მხრივ, დაცულია ადამიანის უფლებები – შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს სპეციალური დეპარტამენტი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და, მეორეს მხრივ, ასევე უზრუნველყოფილია ის, რომ ყველა მოქალაქემ შეძლოს და კანონის ჩარჩოებში მოახდინოს ყველა უფლების რეალიზება, მათ შორის აქციების კუთხით, მათ შორის ქუჩაში ქმედებების გამოხატვის კუთხით და ა.შ. ამ შემთხვევაში, თუ მოხდება გადაცდენა, ჩვენ გვაქვს იმის რესურსი და პროფესიონალიზმი, რომ ჩვენმა სამართალდამცველებმა უზრუნველყონ ამ ქმედებების კონსტიტუციურ ჩარჩოში მოქცევა,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები